ბერლინის "ჰერტამ" კობიაშვილს ღია წერილით მიმართა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბერლინის "ჰერტამ" კობიაშვილს ღია წერილით მიმართა


ბერლინის
რამდენიმე დღის წინ ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა. ამასთან დაკავშირებით, კობის ყოფილმა კლუბმა, ბერლინის "ჰერტამ" თავის ოფიციალურ საიტზე მას ღია წერილით მიმართა. "ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია. მან 33 ხმიდან 18 მოაგროვა და 3 ხმით გაასწრო რევაზ არველაძეს. გუნდის სახელით ვულოცავთ მას ამ წარმატებას" , - იწერება ოფიციალურ საიტზე. შეგახსენებთ, რომ კობიაშვილი "ჰერტაში" 4 წელი თამაშობდა და 101 მატჩი ჩაატარა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები