იბრამ ისტორიული რეკორდი დაამყარა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

იბრამ ისტორიული რეკორდი დაამყარა


საფრანგეთის ჩემპიონატის ტურის ცენტრალური მატჩი "პსჟ"-სა და "მარსელს" შორის მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში დუბლი შეასრულა შვედმა ფორვარდმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და ისტორიული რეკორდიც დაამყარა. ზლატანს "პსჟ"-ს რიგებში 133 შეხვედრაში 110 გოლი აქვს გატანილი და ამ მაჩვენებლით ის გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. აქამდე ლიდერი პაულეტა იყო, რომლის ანგარიშზე 109 გატანილი ბურთი იყო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები