დიეგო სიმეონე: "გამარჯვებასთან ახლოს ვიყავით" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დიეგო სიმეონე: "გამარჯვებასთან ახლოს ვიყავით"


დიეგო სიმეონე:
"ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ "რეალთან" ესპანეთის ჩემპიონატის მე-7 ტურის მატჩზე (1:1) ისაუბრა. "პირველ ტაიმში, პირველი 10-12 წუთის გარდა, გუნდმა ორი მნიშვნელოვანი მომენტი შექმნა - კორეას დარტყმა და პენალტები. მეორე ტაიმში უკეთ ვმოქმედებდით. ეს ფრეა კეილორ ნავასის ძლიერი სეივებით. ისეთი შეგრძნებაა, რომ ორი ქულა დავკარგეთ, ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან. მეტი მომენტი გვქონდა. კარვახალმა ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა. არბელოამ მის ფლანგზე მეტი შეტევის განხორციელების საშუალება მოგვცა" , - თქვა სიმეონემ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები