შესაძლოა კოუტინიო ზამთარში "ბარსელონაში" გადავიდეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

შესაძლოა კოუტინიო ზამთარში "ბარსელონაში" გადავიდეს


"ლივერპულის" ნახევარმცველი ფელიპე კოუტინიო ისევ "ბარსელონას" ინტერესთა სფეროშია. კატალონიური კლუბი ბრაზილიის ნაკრების 23 წლის ფეხბურთელის შეძენას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გეგმავს, კლუბი მასში პედრო როდრიგესის შემცვლელს ხედავს, რომელიც გასულ ზაფხულს "ჩელსიში" გადავიდა. Sport.es-ის ინფორმაციით, თავად კოუტინიო არ არის ჩემპიონთა ლიგის მოანაწილე კლუბში კარიერის გაგრძელების წინააღმდეგი, მაგრამ გადასვლას ტრანსფერის თანხა, 30 მლნ ევრო ართულებს. აღსანიშნავია, რომ "ბარსელონას" კოუტინიოს დამატება ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს უნდოდა, როცა "ლივერპულთან" ფორვარდ ადამ ტრაორეს შესაძლო გაყიდვაზე აწარმოებდა მოლაპარაკებებს, მაგრამ ორივე გარიგება ჩაიშალა და ტრაორე "ასტონ ვილაში" გადავიდა. ინგლისის მიმდინარე ჩემპიონატის 7 მატჩში კოუტინიოს აქტივში 1 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემაა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები