რა შემადგენლობით დაუპირისპირდება საქართველო ესპანეთს? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რა შემადგენლობით დაუპირისპირდება საქართველო ესპანეთს?


7 ოქტომბერს, 21:00 საათზე, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროშესარჩევის პირველ საშინაო მატჩში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩისთვის, ალექსანდრე ჩივაძემ შემადგენლობა დაასახელა. ნაკრებს ვერ დაეხმარება ოთო კაკაბაძე, რამეთუ იგი ეროვნულ გუნდშია გამოძახებული, ხოლო გიორგი პაპუნაშვილი ტრავმირებულია. მეკარეები: ოთო გოშაძე („ქასიმფაშა“, თურქეთი), ბექა ქურდაძე („საბურთალო“), ბაჩო მიქავა („ლოკომოტივი“, თბილისი) მცველები: ლაშა დვალი („დუისბურგი“, გერმანია), გიორგი თევზაძე („დინამო“ თბილისი), დაჩი ცნობილაძე („სამტრედია“), დავით უბილავა („ლოკომოტივი“, თბილისი), გიორგი გადრანი („ჩერნომორეცი“, უკრაინა), ჯემალ ტაბიძე („გენტი“, ბელგია), ლევან გეგეჭკორი („შუქურა“, ქობულეთი), გიორგი ცერცვაძე („ცხინვალი“) ნახევარმცველები: ავთო ენდელაძე („სამტრედია“), მათე ცინცაძე, საბა ლობჟანიძე, ოთარ კიტეიშვილი (ყველა „დინამო“ თბილისი), გიორგი ხარაიშვილი („საბურთალო“), გიორგი აბურჯანია („ანორთოსისი“, კვიპროსი), გიორგი გოროზია („სტაბეკი“, ნორვეგია), გიორგი ერისთავი („დილა“, გორი) თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა („ცხინვალი“), ლევან შენგელია („ტუბიზე“, ბელგია), გურამ გოშთელიანი, გიორგი ფანცულაია (ორივე „საბურთალო“), ილია კერძევაძე („შუქურა“, ქობულეთი) მატჩზე დასასწრები ბილეთები 7 ოქტომბერს, დილის 11 საათიდან „მიხეილ მესხის“ სტადიონის სალაროებში გაიყიდება და 5 ლარი ეღირება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს კი, საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები