იკერ კასილასი: "რეალში" ჩემი დრო წავიდა და კეილორ ნავასს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

იკერ კასილასი: "რეალში" ჩემი დრო წავიდა და კეილორ ნავასს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ"


იკერ კასილასი:
"პორტუს" გოლკიპერმა, იკერ კასილასმა, რომელიც მანამდე "რეალში" ასპარეზობდა, კომენტარი გააკეთა მადრიდული გუნდის ძირითადი მეკარის, კეილორ ნავასის თამაშზე. "მას ფანტასტიური სტატისტიკა აქვს. შესანიშნავ სეზონს ატარებს. ბოლო წლებში ეს არ არის ადვილი პიზიცია, მაგრამ კეილორი შესანიშნავ თამაშს აჩვენებს. იმედი მაქვს, შემდეგაც ამავე სულისკვეთებით გააგრძელებს, იმიტომ, რომ მეკარის თამაში გუნდს გადაეცემა. ყურადღებას არ ვაქცევ ინტერნეტში არსებულ კომენტარებს. მიხარია "რეალის" მეკარის დიდებული თამაში, მიხარია, რომ ეს კეილორია. მწვრთნელს კიკო კასილია რომ აერჩია, ვფიქრობ, ისიც კარგად ითამაშებდა. "რეალში" ჩემი დრო წავიდა და კეილორს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ" , - თქვა კასილასმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები