"იუვენტუსი" კუადრადოს კონტრაქტს გამოისყიდის? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"იუვენტუსი" კუადრადოს კონტრაქტს გამოისყიდის?


როგორც Goal.com იუწყება, "იუვენტუსი" მზადაა, "ჩელსის" კუადრადოს თაობაზე 20 მლნ ევროიანი შეთავაზება გაუკეთოს. იმ დროს, როცა ლონდონური კლუბი დაჟინებით ითხოვს 25 მლნ-ს, რამდენადაც 2015 წლის ზამთარში კოლუმბიელი "ფიორენტინასგან" 32 მლნ ევროდ გამოისყიდა. "ჩელსიდან" გადასვლის შემდეგ ჰავბეკი სწრაფად გახდა ალეგრის შემადგენლობის ძირითადი ფეხბურთელი. კუადრადომ "არისტოკრატების" მაისურით 15 მატჩი ჩაატარა, "იუვენტუსის" შემადგენლობაში კი მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში ერთად უკვე 8 თამაშის ჩატარება მოასწრო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები