ფალავანდიშვილი: "ემოციების სიტყვებით გადმოცემა რთულია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ფალავანდიშვილი: "ემოციების სიტყვებით გადმოცემა რთულია"


ამჟამად ევროპაში სანაკრებო პაუზაა. გიბრალტართან და გერმანიასთან სათამაშოდ საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმაც დაასახელა შემადგენლობა. ეროვნულ გუნდში სიახლეა. "ჯვაროსნებს" ემატებათ გორის "დილას" 22 წლის ნახევარმცველი, გუგა ფალავანდიშვილი, რომელიც ნაკრებში პირველად გამოიძახეს. უმაღლესი ლიგის ბოლო ტურში განცდილი მარცხისა და ზემოთაღნიშნული სიახლის შესახებ, GOAL.GE-სთან საქართველოს ჩემპიონთა შუახაზელმა ისაუბრა. - "დილა" "სამტრედიასთან" უშანსოდ დამარცხდა... - მიზეზების ძებნა არ მჩვევია, ყოველთვის საკუთარ თავში ვეძებ. იქედან გამომდინარე, რომ "სამტრედიამ" ყველა ასპექტში გვაჯობა, მათ ნამდვილად დაიმსახურეს მოგება. ჩვენი დღე არ იყო და მთლიანად გუნდმა ჩააგდო შეხვედრა, მაგრამ ვეცდებით, ყველაფერი უახლოეს მომავალში გამოვასწოროთ. - გორში მასიურად ალაპარაკდნენ "დილას" ფინანსურ კრიზისზე... - ფინანსურად პრობლემა მართლაც არის, მაგრამ ეს განწყობა მოედანზე არც ერთ ფეხბურთელს არ გადაგვიტანია. შეგვპირდნენ სიტუაციის გამოსწორებას და ვიმედოვნებ, ყველაფერი მალე ისე იქნება, როგორც თითოეულ ფეხბურთელს სურს. - ევროპაში სანაკრებო პაუზაა. ცხადაძისთვის საჭირო ფეხბურთელი გახდი. რა გრძნობა დაგეუფლა, როდესაც ნაკრების მთავარი მწვრთნელისგან ეროვნულ გუნდში თამაშის მიწვევა მიიღე? - ემოციების სიტყვებით გადმოცემა რთულია. ძალიან გახარებული ვარ და ჩემთვის ძალიან სასიხარულო ინფორმაციაა. ვეცდები, მაქსიმალურად წარმოვაჩინო თავი ნაკრებში და ყველაფერს გავაკეთებ ბიჭების დასახმარებლად.

საბა საპანაძე, სპეციალურად GOAL.GE-სთვის


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები