აგენტი: "ინსინიეს შეუძლია, "ნაპოლისთვის" ტოტი გახდეს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

აგენტი: "ინსინიეს შეუძლია, "ნაპოლისთვის" ტოტი გახდეს"


"ნაპოლის" თავდამსხმელის, ლორენცო ინსინიეს აგენტმა, ფაბიო ანდრეოტიმ თავისი კლიენტის თამაშზე კომენტარი გააკეთა. "ლორენცო ისევ არ თამაშობს 100 პროცენტით. ვიტყვით, ახლა ის თამაშის მაქსიმალური დონის 80 %-ს აჩვენებს. ლორენცოს მნიშვნელოვანი შესაძლებლობები აქვს, ვითარდება და შეუძლია უკეთ ასპარეზობა. "მილანთან" გუშინდელი მატჩის შემდეგ 3 ევროპული ტოპ-კლუბის დირექტორისგან მივიღე სმს. თუმცა, ლორენცოს "ნაპოლიში" უნდა თამაში. რა თქმა უნდა, სურვილი ორმხრივი უნდა იყოს. მას შეუძლია, "ნაპოლისთვის" ტოტი გახდეს, მაგრამ ტოტის პროექტსა და გუნდზე გარანტიები შესთავაზეს, რომ დარჩენილიყო" , - თქვა ანდრეოტიმ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები