პლატინიმ კობიაშვილს გამარჯვება მიულოცა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პლატინიმ კობიაშვილს გამარჯვება მიულოცა


რამდენიმე საათის წინ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა სოციალურ ქსელში ახალი პოსტი გამოაქვეყნა. ფოტოზე ჩანს, რომ წერილი უეფადან არის გამოგზავნილი, რომლის ავტორიც თავად მიშელ პლატინია. უეფას პრეზიდენტმა კობიაშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. "გულწრფელად გილოცავ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში გამარჯვებას. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი პრეზიდენტობის დროს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აქტიურად იქნება ჩართული უეფას ევროპულ ოჯახში. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ ახალ თანამდებობაზე. იმედ იმაქვს, რომ მალე მოხვალთ ევროპის ფეხბურთის სახლში და განვიხილავთ სხვადასხვა პუნქტებს ევროპული ფეხბურთის შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში. Untitled-1

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები