გიორგი ჭანტურიამ "დუისბურგს" მოაგებინა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გიორგი ჭანტურიამ "დუისბურგს" მოაგებინა


გიორგი ჭანტურიამ
გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის მატჩი "დუისბურგსა" და "პადერბორნს" შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ერთადერთი გოლის ავტორი "დუისბურგის" ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჭანტურია გახდა. ის შეცვლაზე მეორე ტაიმში შემოვიდა და სადებიუტო მატჩში შეძლო გოლის გატანა. განაცხადში იყო ლაშა დვალიც, თუმცა, მას არ უთამაშია. მიუხედავად ამ გამარჯვებისა, "დუისბურგი" სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილს იკავებს. https://www.dailymotion.com/video/x38o9ks_1-0-giorgi-chanturia-goal-germany-2-bundesliga-05-10-2015-msv-duisburg-1-0-paderborn_news

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები