კლოპი "ლივერპულთან" 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კლოპი "ლივერპულთან" 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს


კლოპი
"ლივერპული" მიმდინარე კვირის ბოლოს მთავარი მწვრთნელის პოსტზე იურგენ კლოპის დანიშვნის შესახებ განცხადებას გააკეთებს, იუწყება Telegraph. გერმანელ სპეციალისტთან კონტრაქტი 3 წელზე იქნება გათვლილი. გამოცემის თანახმად, მხარეებს უკვე აქვთ პრინციპული შეთანხმება და მხოლოდ ზოგიერთი ფორმალობის დასრულებაღა დარჩა. აღსანიშნავია, რომ მანამდე "ლივერპულის" ხელმძღვნელობამ უკვე ორჯერ სცადა წარუმატებლად კლოპთან კონტრაქტის გაფორმება - 2010 და 2012 წლებში. როგორც ამტკიცებენ, "ლივერპულში" კლოპის სამწვრთნელო შტაბში ჟელკო ბუვაჩი და პეტერ კრავიტცი წავლენ, რომლებიც მასთან ერთად "ბორუსიაში" მუშაობდნენ. შეგახსენებთ, ახლახანს "ლივერპულმა" მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი გაათავისუფლა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები