დიდიე დეშამი: "პოგბას მდიდარი ტექნიკური არსენალი აქვს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დიდიე დეშამი: "პოგბას მდიდარი ტექნიკური არსენალი აქვს"


საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთმელმა, დიდიე დეშამმა განაცხადა, რომ "იუვენტუსის" ნახევარმცველ პოლ პოგბასგან დიდ ეფექტიანობას ელის. "პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ პოგბა უკვე მაღალ დონეზეა. ახლა მთელი საკითხი მის სტაბილურობასა და ეფექტიანობაშია. მას მდიდარი ტექნიკური არსენალი აქვს, რომელიც თამაშის დროს გულშემატკივრებს თავიანთი ადგილებიდან წამოახტუნებს. ამასთან პრობლემა არ მაქვს, მაგრამ ეს მოქმედებები, უპირველეს ყოვლისა, ეფექტური უნდა იყოს. მის შემთხვევაში ეს ყოველთვის ასე არაა. ამასთან, არ მინდა, რომ შეწყვიტოს იმის კეთება, რასაც ის აკეთებს. პოგბას რომ შეეძლოს რამის გაუმჯობესება, ეს ეფექტიანობას გაზრდიდა" , - თქვა დეშამმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები