უჰრინი: "ყენია დერბიში ძალიან გვაკლდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

უჰრინი: "ყენია დერბიში ძალიან გვაკლდა"


პრაღის დერბიში "სლავიასა" და "დუკლას" შორის (1:1), მასპინძელთა ქართველი ლეგიონერი ლევან ყენია არ გამოჩენილა, რამეთუ, ახალგაზრდა ნახევარმცველს კვლავ ტრავმა აწუხებს. 24 წლის შუახაზელმა სეზონი ტრავმით დაიწყო, 1 გოლის გატანაც მოახერხა, მაგრამ კვლავ ლაზარეთში დაბრუნდა. ჩვენებურის დაზიანებასთან დაკავშირებით, "სპარტას" მწვრთნელმა, დუშან უჰრინმა კომენტარი გააკეთა. „ვნახე ყენიას ტრავმა, ძალიან ცუდად გამოიყურება. მას ის კოჭი აწუხებს, რომელზეც 3 ოპერაციის გაკეთება მოუწია. ლევანი დერბიში ძალიან გვაკლდა“.

ნინი ვაშაკიძე, GOAL.GE-სთვის


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები