საბჭოთა კავშირის თანამედროვე ნაკრებში რუსებმა 2 ქართველი ფეხბურთელი შეიყვანეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

საბჭოთა კავშირის თანამედროვე ნაკრებში რუსებმა 2 ქართველი ფეხბურთელი შეიყვანეს


რუსულმა ინტერნეტ გამოცემა sports-მა საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, სათაურით: "როგორი იქნებოდა დღეს საბჭოთა კავშირის და იუგოსლავიის ნაკრებები?" სტატია იწყება ტექსტით: "რა საერთო აქვს საბჭოთა კავშირს და იუგოსლავიას? რა თქმა უნდა, ის, რომ დღეს არც ერთი მათგანი არ არსებობს". ოდესღაც ეს ორი მეგობარი ქვეყანა საერთაშორისო არენაზე წარმატებულ შედეგებს დებდა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ სერიოზულ წარმატებას მხოლოდ ერთხელ მიაღწიეს - 1960 წლის ევროპის ჩემპიონატზე საბჭოთა კავშირმა გაიმარჯვა. ძველ გულშემატკივარს კარგად ემახსოვრება, იუგოსლავიის და სსრკ ნაკრები გუნდების სიძლიერე. ისინი ყოველთვის ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენდნენ ნებისმიერი მეტოქისთვის. სსრკ ნაკრების რიგებში კი არაერთ ქართველ ლეგენდას უთამაშია. დიდი ხნის განმავლობაში საბჭოთა კავშირის ნაკრებს კაპიტნობდა თბილისის "დინამოს" ცოცხალი ლეგენდა ალექსანდრე ჩივაძე. რუსებმა გადაწყვიტეს, გაეკეთებინათ ამ 2 დიდი ნაკრების იმიტაცია. მართლაც, საინტერესოა, რა შემადგენლობა ეყოლებოდა საბჭოთა კავშირის ნაკრებს, ამ "ქვეყანას" დღემდე რომ ეარსება. საინტერესო და სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ რუსმა ჟურნალისტებმა საბჭოთა კავშირის ნაკრებში საქართველოს ნაკრების 2 ფეხბურთელი შეიყვანეს: საბა კვირკველია და ჯაბა კანკავა. თუმცა, აქვე იმასაც გეტყვით, რომ ორივე მათგანი სათადარიგო შემადგენლობაშია. რუსებმა დაცვის ცენტრის ძირითადში კვირკველიას ნაცვალდ ბერეზუცკი და რაკიცკი "ჩაწერეს". ძირითად ნახევარდაცვაში კანკავას ადგილი არ გამოიძებნა, რადგან იქ მხითარიანი, შიროკოვი და ძაგოევი დგანან. მოგეხსენებათ, კვირკველია ჯერ მხოლოდ 23 წლისაა, თუმცა "რუბინის" ლიდერია და რუსეთის პრემიერ ლიგის საუკეთესო 5 მცველ შორის დასახელდა. ის ყაზანური კლუბის ყველა მატჩში ძირითად შემადგენლობაში დგას და ხშირ შემთხვევაში აწამებს რუს თავდამსხმელებს. აქედან გამომდინარე, ნამდვილად არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ კვირკველია რუსეთში "დააფასეს" და ასეთ სიმბოლურ ნაკრებშიც გამონახეს მისთვის ადგილი. რაც შეეხება ჯაბა კანკავას, ის თანამედროვე ქართველ ფეხბურთელებში ყველაზე წარმატებულია. გასულ სეზონში ჯაბას "დნიპრომ" ევროპა ლიგის ფინალი ითამაშა. ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში კანკავა ფრანგულ "რეიმსში" გადავიდა და უკვე მოასწრო ტურის საუკეთესო 11-ეულში მოხვედრა. აქვე გთავაზობთ ეროვნული ფედერაციების ლოგოტიპებს, რომელზეც ფრანგმა დიზაინერმა, ედუარდ ალეგრეტმა იმუშავა: logo იუგოსლავიის შემადგენლობა ასე გამოიყურება: მთავარი მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი gundi სათადარიგოები მეკარეები: ბეგოვიჩი, ობლაკი მცველები: სპახიჩი, ვიდიჩი, ნასტასჩი, ლოვრენი, ჩორლუკა ნახევარმცველები: კოვაჩიჩი, კრასჩი, კრანჩარი, ლიაიჩი თავდამსხმელები: იოვეტიჩი. პანდევი, ვუჩინიჩი, პერიშიჩი, სულეიმანი, ოლიჩი სსრკ ნაკრების შემადგენლობა კი ასეთია: მთავარი მწვრთნელი: ლეონიდ სლუცკი 2 სათადარიგოები მეკარეები: პიატოვი, ბოიკო მცველები: ხაჩერიდი, კვირკველია, იგნაშევიჩი, ფედეცკი, დ.კომბაროვი ნახევარმცველები: ოზბილიი, შატოვი, ახმედოვი, კანკავა, როტანი, ჩერიშევი თავდამსხმელები: ძიუბა, კოკორინი, სელეზნიევი 3 იუგოსლავიის და სსრკ ნაკრები გუნდების სათამაშო ფორმების ვარიანტები სხვადასხვა დიზაინერების შესრულებით Dorian-ის მიხედვით dorian doa Taggo-ს მიხედვით tag Franco-ს მიხედვით fra საფეხბურთო საიტი GOAL.GE თავის მკითხველს ამ თემასთან დაკავშირებით რამდენიმე შეკითხვით მიმართავს: - როგორ ფიქრობთ, ეს მატჩი რომ შემდგარიყო, რომელი გუნდი გაიმარჯვებდა? - როგორ ფიქრობთ, შეცვლაზე შემოვიდოდა რომელიმე ქართველი ფეხბურთელი? - კიდევ რომელ ქართველ ფეხბურთელს შეიყვანდით თანამედროვე სსრკ ნაკრებში?  

სტატია სპეციალურად GOAL.GE-სთვის მოამზადა მათე ხოფერიამ.


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები