"ლივერპული" კლოპს პარასკევს წარადგენს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ლივერპული" კლოპს პარასკევს წარადგენს


დორტმუნდის "ბორუსიას" ყოფილი მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ახლოსაა "ლივერპულის" მეთაურობასთან. როგორც Bild-სთვის გახდა ცნობილი, 48 წლის სპეციალისტის აგენტი მარკ კოსიჩკე ხუთშაბათს ლივერპულში გაფრინდება 3-წლიანი კონტრაქტის ბოლო დეტალების შესათანხმებლად. გაზეთის ინფორმაციით, მეორე დღეს კლოპს მერსისაიდული კლუბის ახალ მთავარ მწვრთნელად წარადგენენ. მანამდე ცნობილი გახდა, რომ "ლივერპულში" მწვრთნელი იმაზე ბევრად მეტს გამოიმუშავებს, ვიდრე "ბორუსიაში", სადაც მისი წლიური ხელფასი 3,6 მლ ფუნტი (4,8 მლნ ევრო) იყო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები