ნეიმარმა "ბარსელონასთან" ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები შეაჩერა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნეიმარმა "ბარსელონასთან" ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები შეაჩერა


ნეიმარმა
"ბარსელონას" ფორვარდი ნეიმარი კატალონურ კლუბთან შეთანხმების გახანგრძლივებას არ ჩქარობს. როგორც El Mundo Deportivo იუწყება, 23 წლის ბრაზილიელმა "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" მოლაპარაკებები იქამდე შეაჩერა, სანამ მის ვალებზე სიტუაცია არ გადაწყდება. შეგახსენებთ, ბრაზილიურმა სასამართლომ ნეიმარის 47 მლნ დოლარის ღირებულების აქტივები დააყადაღა, რადგანაც ეჭვობდნენ, რომ ის თავს არიდებდა 16 მლნ-ს ოდენობის ვალის გადახდას. აღსანიშნავია, რომ "ბარსელონასთან" ნეიმარის მოქმედ კონტრაქტს ვადა 2018 წლის ივნისში ეწურება, გამოსასყიდი თანხა კი 190 მლნ ევროა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები