კაფუ: "პრემიერ-ლიგაში საუკეთესო ფულბექი ჯონ ფლანაგანია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კაფუ: "პრემიერ-ლიგაში საუკეთესო ფულბექი ჯონ ფლანაგანია"


კაფუ:
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა განაპირა მცველმა, კაფუმ პრემიერ-ლიგის საუკეთესო განაპირა მცველი დაასახელა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ბრაზილიელი მცველი ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო ფულბექად მერსისაიდული "ლივერპულის" ახალგაზრდა ინგლისელ მარჯვენა მცველს, ჯონ ფლანაგანს მიიჩნევს. - თქვენი აზრით, ვინ არის პრემიერ-ლიგის საუკეთესო მარჯვენა მცველი? ზაბალეტა? დარმიანი? კლაინი? "არა, ჩემი აზრით, პრემიერ-ლიგის საუკეთესო განაპირა მცველი ჯონ ფლანაგანია. ჩვენ ერთად ბევრი ფოტო გადავიღეთ. მე მისი შესაძლებლობები კარგად შევისწავლე და მიმაჩნია, რომ მას მსოფლიოში საუკეთესო განაპირა მცველად ქცევა შეუძლია", - განაცხადა კაფუმ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები