ვუდი: "საქართველოს ფეხბურთელების უმეტესობა უმაღლესი დონის კლუბებში თამაშობენ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვუდი: "საქართველოს ფეხბურთელების უმეტესობა უმაღლესი დონის კლუბებში თამაშობენ"


8 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე, "დინამო არენაზე", საქართველოს ეროვნული ნაკრები გიბრალტარის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. მატჩის წინ, გიბრალტარის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჯეფ ვუდმა პრეს-კონფერენცია გამართა, რომელსაც GOAL.GE უცვლელად გთავაზობთ. "გამარჯობათ, ჩვენ დიდი გზა გამოვიარეთ, ჩარტერის დაქირავებამ საქმე გაადვილა, დღეს მსუბუქი ვარჯიში გვქონდა და გუნდი ფიზიკურად კარგ მდგომარეობაშია. ზოგადად, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, კარგ შედეგს მივაღწიოთ, წინაზე გოლი გავიტანეთ. ჩვენი სტატისტიკური მონაცემები ბოლო მატჩებში ბევრად გაუმჯობესდა. ჩვენი მიზანია, დარჩენილ 2 მატჩში: საქართველოსთან და შოტლანდიასთან უკეთესი შედეგები გვქონდეს. ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველა მეტოქეს სხვანაირად მივუდგეთ, ყველას ცალკე შევხედოთ და განვსაზღვროთ მათი სუსტი და ძლიერი წერტილები და იმის მიხედვით მივუდგეთ მათ და ამით შევეცადოთ შემტევი ფეხბურთის თამაშს. ვფიქრობ, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმაც და მწვრთნელმაც კარგად იციან, რომ დღესდღეობით საერთაშორისო ფეხბურთში თუ 100% არ იყავი მეტოქეზე კონცენტრირებული, მაშინ ყველა თამაშში გაგიჭირდება და ჩემი აზრით, ისინი მაქსიმალურად პროფესიონალურად მიუდგებიან საქმეს და საუკეთესო თამაშს აჩვენენ, ხოლო გამოგვივა თუ არა საქმე, ამას ხვალ ვნახავთ. წინა თამაშებში ეს უფრო დიდი პრობლემა იყო, რადგან რამდენიმე თვე იყო გასული გიბრალტარის ბოლო თამაშის შემდეგ, ახლა მხოლოდ 7-8 შეხვედრა ჩატარდა, მათი ბოლო დაპირისპირების შემდეგ, მაგრამ ეს მაინც პრობლემაა, რადგან საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების უმეტესობა უმაღლესი დონის კლუბებში თამაშობენ და ფიზიკურად ყოველთვის მზად არიან. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ყოველი მატჩი გავაუმჯობესობთ, რეალობა ასეთია. წინა შეხვედრებში, პირველ ტაიმში გოლების გატანაც შეგვეძლო და კიდევ უფრო უკეთესი მიზნის მიღწევა. რთულია თქვა, რატომ ვუშვებთ მეორე ტაიმის საწყისს წუთებზე გოლს. ერთი ის ვიცი, რომ ჩემი მოთამაშეები ყოველთვის, 100% ირჯებიან. ირლანდიასთან მატჩის შემდეგ, ჩვენთან მარტინ ო'ნილიც შემოვიდა, მოგვილოცა და კომპლიმენტიც გვითხრა".

საბა საპანაძე, GOAL.GE


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები