ჩიპოლინა: "წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჩიპოლინა: "წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ"


8 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე, “დინამო არენაზე”, საქართველოს ეროვნული ნაკრები გიბრალტარის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. მატჩის წინ, გიბრალტარის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, როი ჩიპოლინამ პრეს-კონფერენცია გამართა, რომელსაც GOAL.GE უცვლელად გთავაზობთ. "ვფიქრობ, რომ ფიზიკური თამაში იქნება. საქართველოს კარგი ნაკრები ჰყავს, ზოგადად ძლიერი ჯგუფია და მართალია, საქართველო ბოლოსწინა ადგილზეა მაგრამ შოტლანდიასთან თამაშში ანახეს, რომ ყველასთან შეუძლიათ ერთ დონეზე თამაში და ვფიქრობ, რომ ჩვენთვის რთული დაპირისპირება იქნება, მაგრამ წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ბევრს არ ესმის, რამდენად რთულია, ფეხბურთელებისთვის, რომლებიც გიბრალტარის ლიგაში, სამოყვარულო დონეზე თამაშობენ და შემდეგ ევროპის საუკეთესო მოთამაშეებთან. პირველი ტაიმის შემდეგ, როგორც წესი, დაღლილები შევდივარ გასახდელში და შესაძლოა, დაღლილობის და კონცენტრაციის პრობლემა იყოს ის, რომ მეორე ტაიმის პირველ წუთებში ვუშვებდით გოლებს".

საბა საპანაძე, GOAL.GE

[xfgiven_video_url]
[/xfgiven_video_url]
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები