ნედვედი: "მორატა "იუვენტუსის" მომავალია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნედვედი: "მორატა "იუვენტუსის" მომავალია"


ნედვედი:
ტურინის "იუვენტუსის" ყოფილი ნახევარმცველი პაველ ნედვედი "შავ-თეთრების" ესპანელ ფორვარდზე, ალვარო მორატაზე საუბრობს. ნედვედი მიიჩნევს, რომ მორატა მომავალში "იუვენტუსისთვის" პროდუქტიული იქნება. "მორატა დიდებული მოთამაშეა. მე ვიმედოვნებ, რომ ის თავისი შესაძლებლობების, მინიმუმ, 60%-ს გამოამჟღავნებს. ის იტალიურ კლუბში დიდხანს უნდა დარჩეს. ალვარო "იუვენტუსის" მომავალია." ამასთან, ნედვედმა "იუვედან" კომანის წასვლაზეც ისაუბრა. "ეს ჩვენი შეცდომა არ იყო. უბრალოდ, კომანმა კლუბის დატოვების დიდი სურვილი გამოთქვა და ჩვენც მისი სურვილი შევასრულეთ. ჩვენ მხოლოდ ის მოთამაშეები გვჭირდება, რომლებსაც "იუვენტუსის" მაისურის მორგება სურთ", - განაცხადა პაველ ნედვედმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები