მესუთ იოზილი: "ჩვენი მიზანი ინგლისის პრემიერ ლიგის მოგებაა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მესუთ იოზილი: "ჩვენი მიზანი ინგლისის პრემიერ ლიგის მოგებაა"


მესუთ იოზილი:
"არსენალის" ნახევარმცველმა, მესუთ იოზილმა განაცხადა, რომ მის გუნდს შეუძლია ინგლისის 2015/16 წწ. ჩემპიონატის მოგება. "ჩვენ შესანიშნავი გუნდი, მსოფლიო დონის ბევრი ფეხბურთელი გვყავს. ჩვენი მიზანი ინგლისის პრემიერ ლიგის მოგებაა. ვფიქრობ, ამ სეზონში ამის გაკეთება შეგვიძლია, თუ ყველანი ჯანმრთელნი ვიქნებით. მაგრამ წინ გრძელი სეზონია. ვძლიერდებით. ამ სეზონში "მანჩესტერ სიტის" მოუგეთ, ახლა მანჩესტერ იუნაიტედს. საქმე სტაბილურობას ეხება" , - თქვა იოზილმა. შეგახსენებთ, 8 ტურის შემდეგ "არსენალი" 2 ქულით ჩამორჩება ლიდერ "მანჩესტერ სიტის".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები