ანჩელოტი: "იბრაჰიმოვიჩმა "პსჟ"-ს მენტალიტეტი შეცვალა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ანჩელოტი: "იბრაჰიმოვიჩმა "პსჟ"-ს მენტალიტეტი შეცვალა"


"პსჟ"-სა და მადრიდის "რეალის" ექს-მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ პარიზელთა შვედი ბომბარდირის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის უნიკალურობა აღნიშნა. "მის ასაკში ბევრი თავდამსხმელი უკვე აღარ აჩვენებს თამაშის ღირსეულ დონეს, მაგრამ არა იბრა" , - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა Le Parisien-თან ინტერვიუში. "მას უმაღლეს დონეზე ასპარეზობა შეუძლია კიდვე ბევრი წელი, რამდენადაც, ზლატანი ისევ ენთუაზიაზმით ეპყრობა თავის სამუშაოს. როცა პარიზული გუნდი დავტოვე, "პსჟ" ტოპ-კლუბი იყო, რამდენადაც მაშინ საფრანგეთის ჩემპიონატი მოვიგეთ, მის შემადგენლობაში კი ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელი ბრწყინავდა, განსაკუთრებით, იბრაჰიმოვიჩი. მან "პსჟ"-ს მენტალიტეტი შეცვალა, ის გამარჯვებულ გუნდად გადააქცია".
[xfgiven_video_url]
[/xfgiven_video_url]
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები