"ნაპოლი" სარისთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ნაპოლი" სარისთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს


"ნაპოლი" მთავარ მწვრთნელ მაურიციო სარისთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს. თავდაპირველად შეთანხმება 1 წლით იყო გაფორმებული 1-დან 5 წლამდე ვადით გახანგრძლივების შესაძლებლობით. როგორც ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იუწყება, ახლა სარი სეზონში 700 ათას ევროს გამოიმუშავებს, რაც 5-ჯერ ცოტაა იმაზე, რასაც მაცარი და ბენიტესი იღებდნენ. კლუბი მზადაა, მწვრთნელს ხელფასი გაუზარდოს, თუ "ნაპოლი" ამ სეზონში ევროპა ლიგას ან იტალიის თასს მოიგებს, ბონუსი ასევე გათვალისწინებული იქნება საპრიზო სამეულში მოხვედრისა და ჩემპიონთა ლგიაზე გასვლის შეთხვევაშიც.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები