ლობჟანიძე: "ესპანეთი ჩვენზე ძლიერი გუნდია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლობჟანიძე: "ესპანეთი ჩვენზე ძლიერი გუნდია"


დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებს უმასპინძლა. შეხვედრა ესპანელების გამარჯვებით, 5:2 დასრულდა. მატჩის შემდეგ GOAL.GE-სთან კომენტარი საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა შემტევმა, საბა ლობჟანიძემ გააკეთა, რომელმაც ესპანელებს ულამაზესი გოლი გაუტანა. "ნათლად გამოჩნდა, რომ ამ ეტაპზე, ესპანეთი ჩვენზე ძლიერი გუნდია. დასახვეწი გვაქვს ბევრი რამ და შევეცდებით, რომ შეცდომები შემდეგ თამაშზე გამოვასწოროთ. გოლს რაც შეეხება, ლამაზი გამოვიდა, ამის გამო ბედნიერი ვარ, მაგრამ ვწუხვარ იმის გამო, რომ თამაში წავაგეთ. ლამაზი ბურთი კარგია, მაგრამ 1 გოლი არაფერს ნიშნავს. ჩვენს ნაკრებს თამაში დასახვეწი აქვს".

საბა საპანაძე, სპეციალურად GOAL.GE-სთვის

[xfgiven_video_url]
[/xfgiven_video_url]
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები