ბექჰემი: "რონალდუ? - რაული ღმერთია და მისი რეკორდის დამხობა დაუჯერებელია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბექჰემი: "რონალდუ? - რაული ღმერთია და მისი რეკორდის დამხობა დაუჯერებელია"


ცნობილმა ინგლისელმა ნახევარმცველმა, დევიდ ბექჰემმა რაულ გონსალეს ბლანკოზე და კრიშტიანუ რონალდუზე საინტერესო კომენტარი გააკეთა. "რეალი" ყოველთვის ჩემს გულში იქნება. მადრიდში დიდი დრო გავატარე და ვერ გამოვყოფ, რომელი მომენტი იყო საუკეთესო. შეიძლება, ის იყო საუკეთესო მომენტი, როცა პირველად შევედი "რეალის" გასახდელში და შევხვდი რაულს, ზიდანს, ფიგუს, კარლოსს... კიდევ, ძალიან კარგად მახსოვს ჩვენი პირველი ჩემპიონობა. რატომ დავტოვე "რეალი"? ფლორენტინო პერესთან 4-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე. მისი წასვლის შემდეგ ახალ პრეზიდენტთან მოლაპარაკებას ვერ მივაღწიეთ. პერესის წასვლის შმდეგ პრობლემები დაიწყო. კრიშტიანუ რონალდუ ფენომენია. ფანისთვის საყვარელ გუნდში ასეთი ფეხბურთელის ყოლა დიდი სიხარულია. ის ძალიან სწრაფად დაეწია რაულს. რაული ღმერთია და მისი რეკორდის დამხობა დაუჯერებელი ფაქტია", - აცხადებს ბექჰემი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები