მამუკა გორგოძე - ქართველი სუპერმენი » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მამუკა გორგოძე - ქართველი სუპერმენი


გუშინ გაიმართა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩი რაგბში, საქართველოსა და ნამიბიას შორის, რომელიც ქართველთა გამარჯვებით 17:16 დასრულდა. გამარჯვებული გუნდის მხრიდან პირველი ლელო გუნდის კაპიტანმა, მამუკა გორგოძემ დადო. აღსანიშნავია, რომ მამუკას, როგორც საუკეთესო მოთამაშეს თავის გუნდში, უცხოურმა პრესამ ზედმეტსახელი შეურჩია - სტატიებში მისი სახელი "სუპერმენით" არის ჩანაცვლებული. მოგეხსენებათ, ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებს 2 მოგება დაუგროვდა და შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე შესარჩევი ეტაპის გარეშე გავალთ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები