"საქართველოზე მეტად მოგება ჩვენ გაგვიხარდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"საქართველოზე მეტად მოგება ჩვენ გაგვიხარდა"


საქართველოს და ნამიბიის სარაგბო დაპირისპირების შემდეგ, რომელიც ბორჯღალოსნების გამარჯვებით 17:16 დასრულდა, გახარებულები იყვნენ რუსი გულშემატკივრები. მოგეხსენებათ, ამ გამარჯვებით საქართველომ ავტომატურად გაინაღდა მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატის საგზური. რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ამ ტურნირზე მოსახვედრად უფრო ადვილად იბრძოლებს. გთავაზობთ რუსი გულშემატკივრების რამდენიმე კომენტარს მატჩის შემდეგ. "ქართველებზე მეტად ეს გამარჯვება ჩვენ გაგვიხარდა, ყოჩაღ ქართველებო!" "შედეგით კმაყოფილი ვარ, მაგრამ თამაშით არა." "საქართველომ გაიმარჯვა!" "ყოჩაღ ქართველებო, ეს დაიმსახურეთ" 2

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები