"არსენალთან" მატჩის წინ ზაგრების "დინამოს" ფეხბურთელმა დოპინგი მიიღო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"არსენალთან" მატჩის წინ ზაგრების "დინამოს" ფეხბურთელმა დოპინგი მიიღო


ზაგრების "დინამოს" ფეხბურთელს, არიან ადემის ოფიციალურად დაუდგინდა დოპინგის გამოყენების ნიშნები. ცნობილია, რომ უეფამ "არსენალთან" მატჩის შემდეგ ხორვატული გუნდის თითოეული ფეხბურთელი შეამოწმა დოპინგზე. გუნდის ერთ-ერთ წევრს, რომელიც "მეთოფეებთან" 90 წუთის განმავლობაში თამაშობდა, დოპინგი ამოუვარდა. ჯერჯერობით, უცნობია, თუ რა სანქციები ელის ადემის, თუმცა, გუნდში აცხადებენ, რომ მას გასულ წელს 6-ჯერ ჩაუტარდა ტესტი და არც ერთხელ არ დადასტურებულა დოპინგის მიღება. შეგახსენებთ, რომ ზაგრების "დინამომ" ჩემპიონთა ლიგის გახსნით მატჩში დაამარცხა "არსენალი".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები