სილვიო ბერლუსკონი: "მილანს" მხოლოდ მაშინ დავტოვებ, როცა კვლავ მოვიგებთ რამეს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სილვიო ბერლუსკონი: "მილანს" მხოლოდ მაშინ დავტოვებ, როცა კვლავ მოვიგებთ რამეს"


"მილანის" პრეზიდენტმა, სილვიო ბერლუსკონიმ კომენტარი გააკეთა იმის თაობაზე, თუ როდის გეგმავს კლუბიდან წასვლას. "მილანს" მხოლოდ მაშინ დავტოვებ, როცა კვლავ მოვიგებთ რამეს. უკვე ვუთხარი ჩემს შვილებს, რომ შეუძლიათ, გაყიდონ ყველაფერი, რასაც ვუტოვებ, გარდა ორი რამისა - არკორში ჩემი სახლისა და "მილანის" აქციების საკონტროლო პაკეტისა" , - აღნიშნა ბერლუსკონიმ. შეგახსენებთ, "როსონერიმ" ჯილდო ბოლოს 2011 წელს მოიგო, როცა სკუდეტოს მფლობელი გახდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები