"სელტიკს" უილსონის იჯარის წესით დამატება უნდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"სელტიკს" უილსონის იჯარის წესით დამატება უნდა


"მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდი ჯეიმს უილსონი "სელტიკის" ინტერესთა სფეროში მოექცა. გლაზგოური კლუბი მზადაა, ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების 19 წლის ფეხბურთელი იჯარის წესით დაიმატოს, რომელსაც "ოლდ ტრაფორდზე" სათამაშო პრაქტიკის დეფიციტი აქვს, იუწყება The Scotsman. შეგახსენებთ, 2 კვირის წინ "ემიუმ" უილსონთან 2019 წლამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი. ინგლისის მიმდინარე ჩემპიონატში თავდამსხმელმა "წითელი ეშმაკების" მაისურით მხოლოდ 9 წუთი გაატარა მინდორზე, "არსენალთან" მატჩის (0:3) ბოლოს გავიდა შეცვლაზე.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები