კოუტინიოს აგენტი: "ფილიპე "ლივერპულში" ყველაფრით კმაყოფილია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კოუტინიოს აგენტი: "ფილიპე "ლივერპულში" ყველაფრით კმაყოფილია"


"ლივერპულის" ნახევარმცველ ფილიპე კოუტინიოს აგენტმა, კია ჯურაბჩიანმა კომენტარი გააკეთა ფეხბურთელით "რეალის" დაინტერესებაზე. "ფილიპე აბსოლუტურად ყველაფრით კმაყოფილია "ლივერპულში". გასული სეზონის ბოლოს მან ახალი, გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა, ეს მის ამბიციებზე და კლუბისადმი გრნობებზე მეტყველებს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კოუტინიოს თაობაზე "რეალთან" მოლაპარაკებებს ვაწარმოებ, სინამდვილეს არ შეესაბამება. ამ სეზონში ფილიპეს მიზანია, ჯილდოები მოიგოს და "ლივერპულთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვოს. ამ ყველაფერზეა ის ორიენტირებული, მეტზე არაფერზე" , - ხაზი გაუსვა ჯურაბჩიანმა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ კოუტინიოთი "ბარსელონა" და "მანჩესტერ სიტიც" ინტერესდებიან.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები