გვარდიოლა "მანჩესტერ სიტის" მეთაურობას დათანხმდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გვარდიოლა "მანჩესტერ სიტის" მეთაურობას დათანხმდა


"ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა მომავალ ზაფხულში "მანჩესტერ სიტის" ჩაუდგება სათავეში. როგორც El Mundo Deportivo იუწყება, 44 წლის სპეციალისტმა უკვე განუცხადა პრინციპული თანხმობა თავის მეგობარს, ინგლისური კლუბის სპორტულ დირექტორ ჩიკი ბეგირისტაინს, რომელთან ერთადაც "ბარსელონაში" მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ "ბაიერნს" გვარდიოლასთან კონტრაქტის გახანგრძლივება უნდოდა, რომელიც მიმდინარე სეზონის ბოლომდეა გათვლილი, მაგრამ მას შემდეგ რაც მწვრთნელმა უარით უპასუხა, მიუნხენელები იურგენ კლოპზე გადაერთნენ, რომელმაც თავს მხრივ, "ლივერპულის" მეთაურობა არჩია. შეგახსენებთ, აგვსიტოში "სიტიმ" გუნდის მთავარ მწვრთნელ მანუელ პელეგრინისთან 2017 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები