მსაჯი მამუკა გორგოძეს: "ნუ მიყურებთ ისე, თითქოს ჩემი მოკვლა გინდათ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მსაჯი მამუკა გორგოძეს: "ნუ მიყურებთ ისე, თითქოს ჩემი მოკვლა გინდათ"


მსაჯი მამუკა გორგოძეს:
ნამიბია 16:17 საქართველოს მატჩის დროს შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ბევრი საეჭვო გადაწყვეტილება მიიღო. ხშირ შემთხვევაში შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ არბიტრი ჯორჯ კლენსი განზრახ ცდილობდა ქართველების "დაჩაგვრას". ერთ-ერთ მომენტში, როცა მასთან საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანი, მამუკა გორგოძე, თანაც ძალიან გაბრაზებული, "გორგოძილა" მივიდა, მსაჯმა უთხრა: "ისე ნუ მიყურებთ, თითქოს ჩემი მოკვლა გინდათ და სხვადასხვა ხერხზე ფიქრობთ". ჯორჯ კლენსმა ჩვენს ლეგენდას რამდენჯერმე სთხოვა, გუნდში სიტუაცია დაელაგებინა და მისთვის დახმარება აღმოეჩინა ამ მხრივ. კამერებმა ისიც დააფიქსირეს, რომ გორგოძე მართლაც "გამხეცებული" შესცქეროდა მატჩის არბიტრს. თუმცა ჩვენს გმირს ამის მიზეზი ნამდვილად ჰქონდა!

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები