ბოლო ინფორმაცია: საქართველო-გიბრალტარზე ჯერ 5 ათასი ბილეთიც არ გაყიდულა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბოლო ინფორმაცია: საქართველო-გიბრალტარზე ჯერ 5 ათასი ბილეთიც არ გაყიდულა


დღეს, "დინამო არენაზე", 20:00 საათზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2016-ის შესარჩევზე მორიგ მატჩს ჩაატარებს. ჩვენი გუნდის მეტოქე გიბრალტარი იქნება. როგორც საფეხბურთო საიტ GOAL.GE-ს ფეხბურთის ფედერაციის პრესამსახურმა განუცხადა, დილის მონაცემებით, 5 ათასი ბილეთიც არ იყო გაყიდული. ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ დღევანდელ თამაშს დიდი გამოხმაურება არ აქვს, თუმცა, ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, გულშემატკივარი დღეს შეიძენს ყველაზე მეტ ბილეთს და შეიძლება "დინამო" ნახევრად მაინც "გავავსოთ". სტადიონის კარები შეხვედრის დაწყებამდე 3 საათით ადრე, ანუ საღამოს 5 საათზე გაიღება. შეგახსენებთ, რომ ამ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი ქვეყნის პირველი გუნდი ბოლო საშინაო მატჩს ატარებს და სავარაუდოდ დამაჯერებელ გამარჯვებასაც მიაღწევს! ბილეთების ფასი 5 და 10 ლარია.
[xfgiven_video_url]
[/xfgiven_video_url]
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები