კაჭარავა: "ჩემი უთამაშებლობის მიზეზი ჩემთვისაც გაურკვეველია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კაჭარავა: "ჩემი უთამაშებლობის მიზეზი ჩემთვისაც გაურკვეველია"


7 ოქტომბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს საქართველოს და ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრებები დაუპირისპირდნენ. მატჩი მეტოქის სასარგებლოდ, 2:5 დასრულდა. GOAL.GE-სთან „ჯვაროსნების“ ახალგაზრდა შემტევმა, ნიკა კაჭარავამ ისაუბრა. - როგორ შეაფასებდი მატჩს ესპანეთის წინააღმდეგ? - რთული თამაში გამოდგა. ასეც ველოდით, რამეთუ, ამ ასაკში საუკეთესო ნაკრებია. - თქვენი უთამაშებლობა გუშინდელ შეხვედრაში... - ჩემი უთამაშებლობის მიზეზი, ისევე როგორც თქვენთვის, ჩემთვისაც გაურკვეველია. ესპანეთთან სათამაშოდ 100% მზად ვიყავი. - თქვენსა და ჩივაძეს შორის უთანხმოება ხომ არ ყოფილა? - არა, არანაირ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.

ნინი ვაშაკიძე, სპეციალურად GOAL.GE-სთვის


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები