სუარესი ერთადერთი არაა – სამხრეთ აფრიკელმა მორაგბემ ამერიკელს უკბინა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სუარესი ერთადერთი არაა – სამხრეთ აფრიკელმა მორაგბემ ამერიკელს უკბინა


ოთხშაბათს, 7 ოქტომბერს ინგლისის „ოლიმპიურ სტადიონზე“ ერთმანეთს  სამხრეთ აფრიკისა და ამერიკის შეერთებული შტატების სარაგბო გუნდები დაუპირისპირდნენ. “სფრინგბოქსმა“ მეტოქე ასტრონომიული ანგარიშით, 64:0 დაამარცხა. ფანტასტიური ანგარიშით გამარჯვების მიუხედავად, აფრიკელებმა საზოგადოების კრიტიკა მაინც დაიმსახურეს. ერთ–ერთი სათამაშო ეპიზოდისას, ბრიტანული გამოცემა Sportsmail–ის ფოტოგრაფმა, კევინ კიგლიმ გადაიღო ფოტო, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ უკბინა აფრიკელმა ფრანს მალერბემ ამერიკელ მეთ ტრუვილს. მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა სამხრეთ აფრიკის ნაკრების დელეგატი. „ფრიად დარწმუნებული ვარ, რომ მალერბეს განზრახ არ უკბენია. ამის დანახვა საკმაოდ ადვილია, ახლა კი ყველაფერი სასამართლოს კომისიის გადასაწყვეტია“  – ციტირებს დელეგატის სიტყვებს Dailymail-ი. რაგბის კანონების გათვალისწინებით, კბენა ერთ–ერთი ყველაზე მკაცრად დასჯადი ქმედებაა.  1994 წელს, ზელანდიელმა შონ ფიტზპატრიკმა ყურზე კბენისთვის, 18-თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. 1998 წელს, ინგლისელი კევინ იეტსი 6-თვიანი უთამაშებლობით დასაჯეს. ასე რომ, თუ რაგბის სასამართლო კომისია დაადგენს, რომ მალერბემ ტრუვილეს განზრახ უკბინა, „სფრინგბოქსის“ მოთამაშე გრძელვადიანი სასჯელით დაისჯება. გთავაზობთ ამ ინციდენტის ამსახველ ფოტოს : ssa

დიმა კუტუბიძე, სპეციალურად GOAL.GE-სთვის.


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები