მატჩის წინ: საქართველო-გიბრალტარი » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მატჩის წინ: საქართველო-გიბრალტარი


მატჩის წინ: საქართველო-გიბრალტარი
8 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე, "დინამო არენაზე" საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლის D ჯგუფის მატჩს გიბრალტარის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა, რომელშიც სატურნირო ცხრილის დაძაბულობის მიზნით არანაირი ინტრიგა არაა. გადაწყვეტილია, რომ გიბრალტარი ჯგუფში ბოლო ადგილს, ხოლო საქართველო ბოლოსწინას დაიკავებს. წინა მატჩი ამ ნაკრებებს შორის 1 წლის წინ, 14 ოქტომბერს გაიმართა, "ესტადიო ალგარვეზე", სადაც თემურ ქეცბაიას შეგირდებმა სამბურთიანი უპირატესობის წყალობით ჯგუფში პირველი ქულები მოიპოვეს. პირველი წრის შეხვედრაში გოლები ნიკოლოზ გელაშვილმა, თორნიკე ოქრიაშვილმა და ჯაბა კანკავამ გაიტანეს. მიმდინარე ციკლში "ჯვაროსნების" ნაკრები საშინაო კედლებში ბოლო მატჩს გამართავს, რაც ორმაგი მოტივაცია უნდა იყოს იმის, რომ შემტევ და უხვგოლიან მატჩში დამაჯერებელი ანგარიშით მოიგონ. ამასთანავე, მათ ჰყავთ მეტოქედ გიბრალტარი, რომელიც ჯგუფში ბოლო ადგილს, 0 ქულით და 46 გაშვებული ბურთით იკავებს. რაც შეეხება მეტოქეს, გიბრალტარის მწვრთნელმაც, ჯეფ ვუდმაც განაცხადა, რომ საქართველოს ფეხბურთელების უმეტესობა უმაღლესი დონის გუნდებში თამაშობენ, მათი მოთამაშეები კი სამოყვარულო დონეზე არიან. ჩვენებურების წინააღმდეგ მათი მიზანი ნაკლები გოლის გაშვება იქნება. ვინაიდან,  გიბრალტარი ახალი ნაკრებია და უეფაშიც ახალი გაწევრიანებულია, მათ საქართველოს ნაკრებთან ურთიერთშეხვედრების დიდი ისტორია არ აქვთ. ისინი ერთმანეთს პირველად 2014 წელს დაუპირისპირდნენ.

დისკვალიფიკაციები

• იმ შემთხვევაში, თუ სტუმარი გუნდის კაპიტანი, როი ჩიპოლინა 1 ყვითელ ბარათს მიიღებს, გამოტოვებს ციკლის ბოლო მატჩს, შოტლანდიის წინააღმდეგ. • საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან დისკვალიფიკაცია მხოლოდ კაპიტანს, ჯაბა კანკავას ემუქრება, რომელსაც მიმდინარე შესარჩევ ეტაპზე 4 ყვითელი ბარათი აქვს.

წინასამატჩო კომენტარები

WOOD ჯეფ ვუდი(მთ.მწვრთნელი): "ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, კარგ შედეგს მივაღწიოთ, წინაზე გოლი გავიტანეთ. ჩვენი სტატისტიკური მონაცემები ბოლო მატჩებში ბევრად გაუმჯობესდა. ჩვენი მიზანია, დარჩენილ 2 მატჩში: საქართველოსთან და შოტლანდიასთან უკეთესი შედეგები გვქონდეს. ჩვენი ბიჭები სამოყვარულო დონეზე ასპარეზობენ, ხოლო საქართველოს ფეხბურთელების უმეტესობა უმაღლესი დონის კლუბებში თამაშობენ”.   chip როი ჩიპოლინა(გიბრალტარის კაპიტანი): "ვფიქრობ, რომ ფიზიკური თამაში იქნება. საქართველოს კარგი ნაკრები ჰყავს, ზოგადად, ძლიერი ჯგუფია და მართალია, საქართველო ბოლოსწინა ადგილზეა, მაგრამ შოტლანდიასთან თამაშში აჩვენეს, რომ ყველასთან შეუძლიათ ერთ დონეზე თამაში და ვფიქრობ, რომ ჩვენთვის რთული დაპირისპირება იქნება, მაგრამ წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ".       KAX კახა ცხადაძე(მთ.მწვრთნელი): "შეტევაში თავქუდმოგლეჯილი გაქცევას არ ვაპირებთ, ყველაფერი თანმიმდევრულად. ჩვენთვის ხვალინდელი შეხვედრა მნიშვნელოვანია, შედეგობრივად. ვთქვი, რომ შეიძლება სქემის შეცვლა. თავიდანვე აღვნიშნე, რომ ერთი შემტევით მეტი იქნება მინდორზე. 2 სქემაზე ვმუშაობთ, შეგვეძლება თამაშის მიმდინარეობისას ტაქტიკის შეცვლა. ფეხბურთელებმა იციან გიბრალტარის წინააღმდეგ რა უნდა გააკეთონ, ქაოსი არ უნდა იყოს".  

საქართველოს ეროვნული ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა

ლორია - კაკაბაძე - კვერკველია - კაშია - ამისულაშვილი - ნავალოვსკი - კობახიძე - კანკავა - ოქრიაშვილი - ყაზაიშვილი - ვაწაძე


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები