კახაბერ ცხადაძე: "გერმანიასთან ბევრი ცვლილება იქნება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კახაბერ ცხადაძე: "გერმანიასთან ბევრი ცვლილება იქნება"


ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარის ნაკრებს უმასპინძლა და მეტოქე 4:0 დაამარცხა. გთავაზობთ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კახაბერ ცხადაძის კომენტარს: "დიდი მადლობა ფეხბურთელებს. მათ კარგი თამაში აჩვენეს, კმაყოფილი ვარ და მინდა, რომ მივულოცო გამარჯვება. როგორ მოგეწონათ დებიუტანტების თამაში? კმაყოფილი ვარ ყველას თამაშით. რას იტყოდით სისწრაფეზე? აკლდა თუ არა ეს ჩვენს ნაკრებს? პირველ ნახევარში მაღალ დონეზე ვითამაშეთ. ის ყველა მომენტი რომ გაგვეტანა ალბათ, ასტრონომიული შედეგი დაფიქსირდებოდა. მეორე ნახევარში მთავარი ამოცანა იყო, რომ გოლი არ გაგვეშვა და შესაძლოა ამან გამოაჩინა არასწრაფი ფეხბურთი. ზედმეტი სირბილი უბრალოდ არ იყო საჭირო და ამიტომ ჩანდა ჩვენი თამაში ნელი. იქნება ცვლილებები გერმანიასთან? ძალიან ბევრი ფეხბურთელი ვერ იქნება გერმანიასთან ძირითადში. ეს ძალიან განსხვავებული მატჩი იყო. რას იტყოდით კვეკვესკირზე? ძნელია იმის პროგნოზირება, თუ რას გააკეთებს კვეკვესკირი უფრო ძლიერ ნაკრებთან. რაც შეეხება მის დღევანდელ თამაშს, პირველ ნახევარში კარგი თამაში აჩვენა. მეორე ნახევარზე იმას ვიტყვი, რომ ქართული მენტალიტეტი გამოჩნდა. 3:0-ს ვიგებდით და ალბათ, ის მომენტი იყო, რომ აღარ ვიხარჯებოდით დიდი ანგარიშის სხვაობის გამო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები