კანკავა: "თამაშის ხარისხი საუკეთესო არ იყო, მაგრამ გავიმარჯვეთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კანკავა: "თამაშის ხარისხი საუკეთესო არ იყო, მაგრამ გავიმარჯვეთ"


რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპის D ჯგუფის მატჩი “დინამო არენაზე”, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები გიბრალტარის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და 4-0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ, "ჯვაროსნების" კაპიტანმა კომენტარი გააკეთა. "მოვიგეთ სახლში, მიმდინარე ციკლში ბოლო მატჩი იყო საშინაო კედლებში. შეიძლება, თამაშის ხარისხი საუკეთესო არ იყო, მაგრამ გავიმარჯვეთ, რაც კარგია. გერმანიას რაც შეეხება, სხვა დონის ნაკრებია. ვიბრძოლებთ და ყველაფერს ვიზამთ, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ. ნელ-ნელა "რეიმსსაც" ვეწყობი, ადაპტაცია არ გამჭირვებია. ენის არცოდნა პრობლემას არ ქმნის".

საბა საპანაძე, GOAL.GE


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები