კვეკვესკირი: "ვეცდებით, ჩვენი ქვეყანა და ხალხი ვასახელოთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კვეკვესკირი: "ვეცდებით, ჩვენი ქვეყანა და ხალხი ვასახელოთ"


რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპის D ჯგუფის მატჩი “დინამო არენაზე”, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები გიბრალტარის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და 4-0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ ჩვენებურმა, ნიკოლოზ კვეკვესკირმა კომენტარი გააკეთა. "დღევანდელი თამაში ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ხალხი დიდი ანგარიშით გამარჯვებას მოელოდა და ამ მიზანს მივაღწიეთ. რაც შეეხება გერმანიას, ყველამ იცის ამ გუნდის ძალა. ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა, თავისი შესაძლებლობები მსოფლიო ჩემპიონებთან დაამტკიცოს. ვეცდებით, ჩვენი ქვეყანა და ხალხი ვასახელოთ. კონკურენცია ჩვენს ნაკრებში ყველა პოზიციაზე დიდია, რადგან ეროვნული გუნდის ნებისმიერი მოთამაშე საკმაოდ კვალიფიციურია. ყველანაირად ვეცდები, მწვრთნელი დავარწმუნო იმაში, რომ თამაშის ღირსი ვარ და შემდეგში გამოჩნდება ყველაფერი".

საბა საპანაძე, GOAL.GE


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები