საფრანგეთი - სომხეთი. ბენზემამ ტრავმა მიიღო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

საფრანგეთი - სომხეთი. ბენზემამ ტრავმა მიიღო


საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ, რომელმაც დუბლი გაიფორმა სომხეთთან ამხანაგურ მატჩში (4:0), დაზიანების გამო შეხვედრის ბოლომდე დასრულება ვერ შეძლო. მეორე გოლის შემდეგ "რეალის" ფორვარდმა მარცხენა ბარძაყის ტრავმა მიიღო და 81-ე წუთზე ოლივიე ჟირუთი შეცვალეს. ჯერჯერობით, უცნობია 27 წლის ფეხბურთელის ტრავმის სირთულის ხარისხი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები