დიდიე დეშამმა ბენზემას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დიდიე დეშამმა ბენზემას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა


საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა კომენტარი გააკეთა თავდამსხმელ კარიმ ბენზემას ტრავმაზე, რომელიც მან სომხეთთან ამხანაგურ მატჩში (4:0) მიიღო. "ბენზემას ბარძაყის უკანა ზედაპირზე ძალიან არასასიამოვნო შეგრძნება ჰქონდა. ამიტომაც შევცვალეთ ის დაუფიქრებლად. იმედი მაქვს, მას არაფერი სერიოზული არ დამართვია, მაგრამ, ჯერჯერობით, არაფერი არ ვიცით" , - თქვა დეშამმა. ბენზემამ მინდორი მე-80 წუთზე დატოვა. ამ თამაშში თავდამსხმელი დუბლით გამოირჩა.
[xfgiven_video_url]
[/xfgiven_video_url]
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები