ასამოა: "თანაგუნდელები ძალიან მეხმარებოდნენ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ასამოა: "თანაგუნდელები ძალიან მეხმარებოდნენ"


"იუვენტუსის" ფეხბურთელმა, კვადვო ასამოამ მუხლის ტრავმის გამო თითქმის მთელი გასული სეზონი გამოტოვა. წინა სეზონში 26 წლის განელმა ყველა ტურნირში ერთად მხოლოდ 10 მატჩი ჩაატარა. "ეს ძალიან რთული დრო იყო, იმიტომ, რომ ასეთი რამ არასდროს დამმართნია" , - აღიარა ასამოამ Sky Italia-სთან ინტერვიუში. "ძალიან რთულია ასე დიდი ხნით სახლში ჯდომა. ოჯახი ძალიან დამეხმარა. თანაგუნდელებიც მნახულობდნენ და მეხმარებოდნენ ამ დღეების გადატანაში. ისინი მხარს მიჭერდნენ თბილი სიტყვებით და ეს ძალიან დამეხმარა. რთულია ფეხბურთის გარეთ ყოფნა ბევრი თვის განმავლობაში".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები