იურგენ კლოპი: "უკეთესია, ფეხბურთელი გაყიდო 100 მლნ ფუნტად , ვიდრე იყიდო ამ თანხად" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

იურგენ კლოპი: "უკეთესია, ფეხბურთელი გაყიდო 100 მლნ ფუნტად , ვიდრე იყიდო ამ თანხად"


იურგენ კლოპი:
"ლივერპულის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ფინანსებისადმი თავის დამოკიდებულებაზე ისაუბრა. "რა თქმა უნდა, ყოველთვის ჩართული ვარ ტრანსფერებში, მაგრამ არასდროს მილაპარაკია ფულზე. ის არ მაინტერესებს. თუ ვინმე მეტყვის, რომ 100 მილიონი ბევრია, ამ საკითხზე მაშინვე შევწყვეტ ნერვიულობას. არ მინდა ფეხბურთელის 100 მლნ ფუტნად ან 100 მლნ ევროდ ყიდვა. უკეთესია ფეხბურთელის გაყიდვა 100 მლნ ფუნტად. მხოლოდ ინგლისშია ფულის ირგვლივ ასეთი აჟიოტაჟი. მხოლოდ აქ ესმით: ფული, ფული, ფული... ვთქვათ, კლუბს ბევრი ფული აქვს. არ არის საჭირო ყველაფრის დახარჯვა - ფული შეიძლება სხვა რამეზე დახარჯო" , - აღნიშნა კლოპმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები