G ჯგუფი - ლიდერებმა გამარჯვებები მოიპოვეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

G ჯგუფი - ლიდერებმა გამარჯვებები მოიპოვეს


გუშინ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები გაიმართა. G ჯგუფის ლიდერმა, ავსტრიის ნაკრებმა ძალიან მძიმე გამარჯვება მოიპოვა მონტენეგროს ნაკრებთან. ავსტრიელებმა თამაშის შემოტრიალება ბოლო 10 წუთში შეძლეს. არნაუტოვიჩმა 81-ე წუთზე გაათანაბრა, ხოლო, საბიტზერმა 92-ე წუთზე გამარჯვების გოლი შეაგდო. 9 ტურის შემდეგ გუნდს 8 გამარჯვება და 1 ფრე აქვს. მთავარი დაპირისპირება რუსეთს და შვედეთს შორის შედგება, რომლებმაც, შესაბამისად, გასვლით მატჩებში მოლდოვა და ლიხტენშტეინი დაამარცხეს. მათ შორის განსხვავება მხოლოდ 2 ქულაა და შემდეგ თამაშს რუსები მონტენეგროს წინააღმდეგ გამართავენ, ხოლო, შვედები მოლდოვასთან. დიდი ალბათობით, შვედეთის ნაკრები კიდევ ერთხელ ჩარჩება ჯგუფში. მონტენეგრო 2-3 ავსტრია გოლები: ვუჩინიჩი 32, ბეჩირაჯი 69 - ჯანკო, არნაუტოვიჩი 81, საბიტზერი 92 მონტენეგრო: პოლეკსიჩი, ტომაშევიჩი (ბალიჩი 74), სავიჩი, სიმიჩი, ბოლჯევიჩი (ზვეროტიჩი 58), ვუკჩევიჩი, მარუსიჩი, როდიჩი, ვუჩინიჩი, ბეჩირაჯი, მუგოსა (მანდიჩი 64) ავსტრია: ალმერი, კლეინი, პროდლი, ფუხსი, დრაგოვიჩი, ალაბა (საბიტზერი 82), იუნუზოვიჩი (იანშტერი 82), ბაუმგარტლინგერი, ჰარნი, ჯანკო (ოკოტიე 82), არნაუტოვიჩი გაფრთხილებები: პოლეკსიჩი 78, ვუჩინიჩი 87 წითელი ბარათი: ვუჩინიჩი 87 ვიდეო მიმოხილვა: ლიხტენშტეინი 0-2 შვედეთი გოლები: ბერგი 18, იბრაჰიმოვიჩი 55 ლიხშტენშტეინი: ჯელე, ფრიკი, ოერი, რეშტეინერი, კრისტენი (კიებერი 82), ბურგმეიერი, ბუჩელი, პოლვერინო (გუბსერი 59), ვიეზერი, კუნე (ილდიზი 72) შვედეთი: ისაკსონი, ოლსონი, გრანქვისტი, ანტონსონი, ლუსტიგი, კალსტრომი, ზენგინი, ეკდალი (ლევიცკი 66), დურმაზი (ლარსონი 70), იბრაჰიმოვიჩი, ბერგი (გუიდეტი 62) გაფრთხილებები: რეშტეინერი 90+1 - კასლტრომი 48, ლუსტიგი 60 ვიდეო მიმოხილვა: მოლდოვა 1-2 რუსეთი გოლები: ჩებორატუ 85 - იგნაშევიჩი 58, ძიუბა 78 ვიდეო მიმოხილვა:

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები