სკანდალი: რა გარიგების სანაცვლოდ გახდა კობიაშვილი სფფ-ის პრეზიდენტი (ვიდეო) » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სკანდალი: რა გარიგების სანაცვლოდ გახდა კობიაშვილი სფფ-ის პრეზიდენტი (ვიდეო)


"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გივი თარგამაძე სოციალურ ქსელში ფეხბურთის ფედერაციის არჩევნების დღეს გადაღებულ სკანდალურ ვიდეოკადრებს აქვეყნებს. როგორც კადრებიდან ირკვევა, რეზი არველაძემ ფედერაციის პრეზიდენტობა მისი დაკავებული დელეგატის გათავისუფლების სანაცლოდ დათმო. "ეს არის კადრები, რომლებიც ასახავს ფეხბურთის ფედერაციის ყრილობის დაწყებამდე უეფას დელეგატის, უეფას ვიცეპრეზიდენტის დახურულ შეხვედრას რეზო არველაძესთან და მის მხარდამჭერებთან. არველაძე აყალიბებს თავის წინადადებას, რომლის მიხედვითაც თავისი დაჭერილი დელეგატის გათავისუფლების სანაცვლოდ კიდევ ორი დელეგატის უფლებამოსილებაზე ფარულ კენჭისყრას თანხმდება, ანუ, ფაქტობრივად, ამ ორ დელეგატს და შესაბამისად, გამარჯვებასაც თმობს და ამ წინადადების მთავრობასთან შეთანხმებას სწორად სურკისი თაობს. იღებს თავის თავზე. მარტივად რომ ვთქვათ, ფედერაციის არჩევნებში უხეშად ჩარეული მთავრობა კალაძის სახით დაჭერილი კაცით ვაჭრობს და ამ ვაჭრობაში უეფას ვიცეპრეზიდენტიც მონაწილეობს. ვფიქრობ, სრულებით საკმარისია იმისათვის, რომ სურკისს ბლატერისა და პლატინის კვალდაკვალ უფლებამოსილება შეუჩერონ, არჩევნების შედეგი კი გაუქმდეს. შეგახსენებთ, სურკისი კალაძესთან მეგობრობს უკრაინული ცხოვრების დროიდან და ისევე მიდრეკილია დანაშაულებრივი სამყაროთი აღფრთოვანებისკენ, როგორც ჩვენი ვიცეპრემიერი", - წერს ვიდეოს კომენტირებისას თარგამაძე. როგორც ცნობილია, საუბარია რეზი არველაძის მხარდამჭერ დელეგატზე, გეგა გობეჯიშვილზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. იხილეთ ვიდეო:
X
[jwplayer mediaid="151893"]

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები