ცხადაძე: ''შევეცდებით ჩვენი თამაში ვითამაშოთ'' » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ცხადაძე: ''შევეცდებით ჩვენი თამაში ვითამაშოთ''


11 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე, გერმანიის ქალაქ ლაიფციგში საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონებს ევრო 2016-ის ჯგუფური ეტაპის შესარჩევ ციკლში დაუპირისპირდება. ჩვენებურები გერმანიაში გუშინ ჩაფრინდნენ და ლაიფციგში ერთი, მსუბუქი ვარჯიშიც ჩაატარეს. კომენტარი გააკეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახაბერ ცხადაძემ. "დიდხანს ვიფრინეთ, დღეს აღდგენითი ვარჯიში გვჭირდება, იმიტომ რომ გუშინ თამაში გვქონდა. ძალიან ახლოს არის თამაში ისეთ გუნდთან, როგორიცაა გერმანიის ნაკრები. მათ სერიოზული მატჩი წააგეს ირლანდიასთან. ბოლო მატჩია და სულ რომ არ სჭირდებოდეს გერმანიას, მაინც ყოველთვის მობილიზებულნი არიან. ძალიან მაღალი, მსოფლიო დონის ფეხბურთელები და პროფესიონალები არიან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ზეგინდელი მატჩი, იმ თვალსაზრისით, რომ დავინახოთ და შედარება გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, გერმანია პირველ ნომრად შეეცდება თამაშს, მაგრამ ჩვენც ვეცდებით, რომ ჩვენი შანსები ვეძებოთ, ასევე მომენტებში ბურთიც გავაკონტროლოთ. შევეცდებით, ჩვენი თამაში ვითამაშოთ. რამდენიმე ფეხბურთელმა არ მიიღო მონაწილეობა წინა მატჩში, ამიტომ იქნება ცვლილებები შემადგენლობაში".

ნინი ვაშაკიძე


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები