მატეო დარმიანი: "ყველაზე მთავარი ისაა, რომ ევრო-2016-ზე გავედით" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მატეო დარმიანი: "ყველაზე მთავარი ისაა, რომ ევრო-2016-ზე გავედით"


იტალიის ნაკრების მცველმა, მატეო დარმიანმა აზერბაიჯანის გუნდის წინააღმდეგ ევრო-2016-ის საკვალიფიკაციო მატჩის (3:1) შედეგები შეაჯამა. "ყველაზე მთავარი ისაა, რომ ევრო-2016-ზე გავედით. გვესმოდა, რომ რთული მატჩი გველოდა, მაგრამ შესანიშნავად მოვემზადეთ და კარგი თამაში ჩავატარეთ. რა თქმა უნდა, პირველი გოლი ნაკრებისთვის ძალიან ემოციური მომენტია ჩემთვის. იმდენად ვიყავით თამაშზე კონცენტრირებულნი, რომ არ ვფიქრობდით ტრავმებზე. ყველამ, ვინც ნაკრებში გამოიძახეს, ეს უფლება დაიმსახურა. ვწუხვარ მათ გამო, ვინც გუნდი ტრავმების გამო დატოვეს, მაგრამ ძალიან გვიხარია, ევრო-2016-ზე რომ გავედით" , - თქვა ფეხბურთელმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები