გიორგი პაპუნაშვილის პირველი წარმატება "ვერდერში" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გიორგი პაპუნაშვილის პირველი წარმატება "ვერდერში"


გუშინ გაიმართა ამხანაგური მატჩი ბრემენის "ვერდერსა" და "რასენ ბალსპორტს" შორის, რომელიც "ვერდერის" გამარჯვებით 3:0 დასრულდა. ტრავმის შემდეგ მოედანს ქართველი ფეხბურთელი გიორგი პაპუნაშვილი დაუბრუნდა, რომელიც მეორე ტაიმში შემოვიდა მოედანზე. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელმა 1 საგოლე გადაცემა გააკეთა, 1 გოლში კი უშუალო მონაწილეობა მიიღო და მატჩის შემდეგ მარგი ქმედების კოეფიციენტი უმაღლესი ჰქონდა. პაპუნაშვილისთვის ეს შეხვედრა საუკეთესო გამოდგა ბრემენის "ვერდერის" რიგებში. https://www.youtube.com/watch?v=rom9OUCkjTI

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები